მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რუსთავი 231 ივლისი, 2026, 14:28|rustavi2.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სექტორში მომუშავე კომპანიების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, მათი გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარება, ასევე იმ გამოწვევების განხილვა, რომლებიც წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში იკვეთება.

როგორც გიორგი კობერიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით მსხვილი პროექტების განხორციელება აქვს დაგეგმილი, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით დამატებით 80-მდე სოფელში წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები და 16 მუნიციპალიტეტში წყალარინების და გამწმენდი ნაგებობების სისტემების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.

"ჩვენი მიზანია, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები და შევქმნათ სამართლიანი და კომფორტული სამუშაო გარემო" - განაცხადა მან.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპროექტო კომპანიების როლს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებაში. აღინიშნა, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტით შესრულებული პროექტირება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად და დადგენილ ვადებში განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

მხარეებმა განიხილეს სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, საპროექტო პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრის ფარგლებში კონტრაქტორებმა საკუთარი მოსაზრებები, რეკომენდაციები და საჭიროებები წარმოადგინეს.

დისკუსიის ფარგლებში ასევე იმსჯელეს იმ ცვლილებებზე, რომლებიც სამშენებლო სექტორის ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტირების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ დარგის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია სექტორში არსებული გამოწვევების, ხედვებისა და წინადადებების გაზიარებისთვის. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და მსგავსი სამუშაო შეხვედრების რეგულარულად გამართვაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებსიმედი
  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავი 2

ეკატერინე მიქაბაძე: ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს

ეკატერინე მიქაბაძე: ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს

რუსთავი 2

ეკატერინე მიქაბაძე: ჩვენი ცენტრალური სცენარით, ინფლაცია შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს

ეკატერინე მიქაბაძე: ჩვენი ცენტრალური სცენარით, ინფლაცია შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს

რუსთავი 2

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

რუსთავი 2