მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მომენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ასეთი დონის ვიზიტი საქართველოში ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა უზბეკეთიდან
მაკა ბოჭორიშვილი: უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მომენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ასეთი დონის ვიზიტი საქართველოში ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა უზბეკეთიდან

მაკა ბოჭორიშვილი: უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მომენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ასეთი დონის ვიზიტი საქართველოში ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა უზბეკეთიდან

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი ცენტრალური აზიისთვის, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ესეც არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რაც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობაში.

„უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მომენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ასეთი დონის ვიზიტი საქართველოში ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა უზბეკეთიდან. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. უზბეკეთი სწრაფად მზარდი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში.

საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი ცენტრალური აზიისთვის, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ესეც არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რაც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. პარალელურად, ტარდება ბიზნესფორუმი, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს პრაქტიკული კავშირების გაძლიერებას ხელი ჩვენს ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი