მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკრონი: აშშ არ წყვეტს, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონმდებლობა
მაკრონი: აშშ არ წყვეტს, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონმდებლობა

მაკრონი: აშშ არ წყვეტს, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონმდებლობა

იმედი|imedinews.ge

G7-ის სამიტზე საფრანგეთში ჩასვლამდე, ამერიკის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ ფრანგულ ღვინოებზე გადასახადებს გაზრდიდა, რაც იქნებოდა საპასუხო რეაქცია საფრანგეთში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადზე.

ემანუელ მაკრონმა სიმტკიცე გამოიჩინა თავისი ამერიკელი კოლეგის წინაშე, რომელიც საფრანგეთს ღვინოებსა და შამპანურებზე საბაჟო ტარიფების ახალი გაზრდით დაემუქრა.

2019 წელს საფრანგეთმა 3%-იანი გადასახადი დააწესა ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მის ტერიტორიაზე მიღებულ შემოსავლებზე, მათ შორის ისეთ ამერიკულ გიგანტებზე, როგორებიცაა Facebook, Amazon, Apple და Google-ის მშობელი კომპანია Alphabet. ეს თემა განსაკუთრებით სენსიტიურია დონალდ ტრამპისთვის, რომელიც აშშ-ში ამ სექტორის მხარდაჭერით სარგებლობს.

„საქმე ასე არ კეთდება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

„ახლა სტაბილურობაა საჭირო. ტარიფები არავისთვისაა სასარგებლო, განსაკუთრებით კი G7-ის ქვეყნებს შორის არსებული ტარიფები. ეს სიკეთეს არ მოუტანს არც იმ ეკონომიკურ სექტორებს, რომლებიც ჩვენთან ზარალდებიან, და არც შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნა მან.

მაკრონის თქმით, ეს ციფრული გადასახადი, რომელიც ევროპულ დონეზე იყო გადაწყვეტილი და ამოქმედებული ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის მიერ, „ჩვენი კანონმდებლობის ნაწილია“.

„აშშ არ წყვეტს, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონმდებლობა“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი