მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკრონი: „დიდი შვიდეულის“ ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს
მაკრონი: „დიდი შვიდეულის“ ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს

მაკრონი: „დიდი შვიდეულის“ ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, „დიდ შვიდეულში“ შემავალი ყველა ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთი მშვიდობისთვის სერიოზულ მზაობას არ აჩვენებს.

როგორც მაკრონმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქვეყნის ლიდერები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ რუსეთის მხრიდან „მშვიდობისთვის მზაობა არ არსებობს“ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აშშ-ისა და ევროპის წინადადება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უარყო.

საფრანგეთის პრეზიდენტი აგრეთვე მიესალმა უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის მიდგომის „სიღრმისეულ ცვლილებას“. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობით დაინტერესებული არ არის.

„პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც ჩვენ ყველამ უბრალოდ აღიარა, რომ დღეს რუსეთის მხრიდან მშვიდობის საკითხების განხილვისთვის მზაობა არ არსებობს“, - თქვა მაკრონმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

იმედი