მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკრონი: ყველა მხარემ დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა მოხსნას ჰორმუზის სრუტის ბლოკადა
მაკრონი: ყველა მხარემ დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა მოხსნას ჰორმუზის სრუტის ბლოკადა

მაკრონი: ყველა მხარემ დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა მოხსნას ჰორმუზის სრუტის ბლოკადა

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანელ კოლეგასთან, მასუდ პეზეშკიანთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდა.

„ყველა მხარემ დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა მოხსნას სრუტის ბლოკადა“, - განაცხადა მან.

„ჩვენ მყარად უნდა დავუბრუნდეთ ნაოსნობის სრული თავისუფლების იმ რეჟიმს, რომელიც კონფლიქტამდე არსებობდა“, - აღნიშნა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე მოუწოდა სხვა მხარეებს, განიხილონ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ინიცირებულ მრავალეროვნულ მისიაში გაწევრიანება, რომლის მიზანიც ამ საკვანძო საზღვაო გზაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ადასტურებს, თუ რამდენად სასარგებლო იქნებოდა მსგავსი მისია“, - დასძინა მან.

„ირანის პრეზიდენტს მოვუწოდე, ხელიდან არ გაუშვას ეს შესაძლებლობა. ასევე ვაპირებ, აღნიშნული საკითხი პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილო. სრუტეში სიმშვიდის დაბრუნება ხელს შეუწყობს პროგრესს მოლაპარაკებებში ბირთვულ და ბალისტიკურ საკითხებზე, ისევე როგორც რეგიონულ ვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაკრონმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხვალიდან კი ნალექების ინტენსივობა შემცირდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხვალიდან კი ნალექების ინტენსივობა შემცირდება

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი