მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა ხაბარელი: ჩვენ ვხედავთ რამდენი მნიშვნელოვანი მულტიფუნქციური ცენტრი ემატება თბილისს და რა გვქონდა 2012 წლამდე, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება პირდაპირ იყო მოწოდებული იმისთვის,რომ სპორტული ობიექტები გაესხვისებინა
მამუკა ხაბარელი: ჩვენ ვხედავთ რამდენი მნიშვნელოვანი მულტიფუნქციური ცენტრი ემატება თბილისს და რა გვქონდა 2012 წლამდე, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება პირდაპირ იყო მოწოდებული იმისთვის,რომ სპორტული ობიექტები გაესხვისებინა

მამუკა ხაბარელი: ჩვენ ვხედავთ რამდენი მნიშვნელოვანი მულტიფუნქციური ცენტრი ემატება თბილისს და რა გვქონდა 2012 წლამდე, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება პირდაპირ იყო მოწოდებული იმისთვის,რომ სპორტული ობიექტები გაესხვისებინა

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ლილო-ორხევის მაჟორიტარმა მამუკა ხაბარელმა დედაქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე ისაუბრა. მამუკა ხაბარელმა აღნიშნა, რომ ეს პროგრამები თბილისის მერის ინიციატივით ხორციელდება და საზოგადოების კეთილდღეობისკენ არის მიმართული.

„მინდა გარკვეული პარალელი გავავლო, თუ რა ხდებოდა ჩვენს დედაქალაქში სპორტული დანიშნულების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ რამდენი მნიშვნელოვანი მულტიფუნქციური ცენტრი ემატება თბილისს და რა გვქონდა 2012 წლამდე, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება პირდაპირ იყო მოწოდებული იმისთვის, რომ სპორტული ობიექტები გაესხვისებინა და გადაეტანა კერძო საკუთრებაში. დღეს დიდი ძალისხმევა იხარჯება, რომ ამ ობიექტების გამოსყიდვა და მათთვის ძველი სტატუსის დაბრუნება მოხდეს.

ვხედავთ, რომ არამარტო ახალგაზრდები, რამდენიმე თაობის წარმომადგენლები იყენებენ იმ პროგრამებს, რომლებსაც დედაქალაქის მერია სთავაზობს და აქტიურად დადიან სპორტულ კომპლექტებში. ასევე, მინდა გავამახვილო ყურადღება იმ სპორტულ ცენტრებზე, რომლებიც უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს და ექსპლუატაციაშია. მინდა, რომ ერთობლივი ძალისხმევით გამოიყოს გარკვეული ბიუჯეტი მათი რეაბილიტაციისთვის. კონკრეტულად ჩემს სამაჟორიტარო ოლქზე შემიძლია ვთქვა, ლილოს დასახლებაში ფუნქციონირებს მულტიფუნქციური ცენტრი, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება. ჩვენ გვქონდა საუბარი შესაბამის სამსახურებთან და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

ასევე მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო, ეს არის ჩანაცვლების პროგრამა. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი დედაქალაქის მერის ინიციატივით ხორციელდება. ამ მიმართულებით უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას მუნიციპალიტეტი ავარიული საცხოვრებლების ნაცვლად, სრულიად განახლებულ, გარემონტებულ ბინებს სთავაზობს“, - განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას მოუწოდა, აქტიურად ჩაერთოს პროექტების განხორციელების პროცესში.

„ყველა პროგრამების მიმართულებით ოპოზიციის ჩართულობა და ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროექტები რომელიმე ხელისუფლებისთვის არ კეთდება, ეს კეთდება საზოგადოებისთვის“- განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში ICPEN-ის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნება - ღონისძიებას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრებარუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეტვ პირველი
  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
თბილისში →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი