მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

იმედი|imedinews.ge

4 ოქტომბერს პირველადი ვერსიით საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე. საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება და პრეზიდენტის სასახლეში იცოდნენ, რომ არავინ იყო, თუმცა აღმოჩნდა, ეს იყო, რა „სატყუარაზეც“ ისინი წამოეგნენ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

მამუკა მდინარაძის თქმით, ასევე არსებობდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, რაც დადასტურდა და ამოღებული იქნა იმავე ღამეს.

„ტაილანდის გავლით ჩარიცხული თანხებით ფინანსდებოდა ასეთი ღონისძიებები, მათ შორის, საარჩევნო პერიოდში. აშშ-ის წინა ხელისუფლების მიერ ბანგკოკის გავლით ფინანსდებოდა ასეთი ღონისძიებები, არსებობს მტკიცებულებები. არ ვიცი, ეს იყო 40 მლნ თუ 35, მაგრამ მსხვილი დაფინანსება იყო. გვარამიაზე ნაკლები არც სხვას დაუხარჯავს. „ლელომ“ თავისი ფული ხარჯა? გახარიასთან მოლაპარაკებაზე შევიდა ხალხი და ყოველ ხუთ წუთში რეკავდნენ სადღაც, რეკავდნენ მასთან, ვინც ფულს იხდიდა. კანვასის ტრენინგებით რომ ჩანაცვლდა აკერმანის შეგონებები, ტრენინგები ყველა ასეთი ფულით იყო დაფინანსებული. ეს თანხები მოდიოდა უცხოეთიდან, გავიგეთ და კანონები შევცვალეთ. ოპოზიციამ, ორჯერ, ეს თანხები რომ არ დაბლოკილიყო, „რუსული კანონის“ ძახილით კინაღამ ჩამოაქციეს ეს ქვეყანა. სინამდვილეში, ამერიკულის პირდაპირი თარგმანი რომ იყო, ამას არავინ აღარ უყურებდა და ესეც იმ რევოლუციის სცენარებში ეწერა.

ჩვენს ქვეყანაში პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გაყალბდა, 2021 წელს მიშა ჩამოგვიყვანეს, ვერც რევოლუციის მცდელობა იყო, ვერც ვერაფერი, პირდაპირ ციხეში წავიდა. 2022 წელს ზელენსკი გამოვიდა და თქვა, რომ ელჩი გაიწვია ორი რამის გამო - მებრძოლი მოხალისეები არ გამოაგზავნეთო, და მეორე, სანქციების დაწესება. არავის არ უსაუბრია იმაზე, რომ ამისი გაკეთება ომს ნიშნავს. შემდეგ იყო კანდიდატის სტატუსის არ მოცემა, შემდეგ „რუსული კანონის“ ძახილი.

4 ოქტომბერს პირველადი ვერსიით საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე. საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება და პრეზიდენტის სასახლეში იცოდნენ, რომ არავინ იყო, თუმცა აღმოჩნდა. ეს იყო, რა „სატყუარაზეც“ ისინი წამოეგნენ. იქ ეგონათ რომ არავინ იყო, არადა ორივე მხარე გამაგრებული იყო და თან სპეცრაზმის სხვა დანაყოფები იყვნენ ისეთ ადგილას, საიდანაც 10-15 წუთში უკვე იქ ე.წ. კოლოფს განალაგებდნენ. ჩვენ ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და სადღაც ინახებოდა პოლიციელების ფორმები.

ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს. ვინც ამ იარაღთან უნდა წასულიყო, ამჟამად დაკავებული „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნის სახლთან მოძრაობდნენ და სატელეფონო ანძები მის სახლთან ფიქსირდებოდა 80%-ის შემთხვევაში. ორივე ავიყვანეთ, ერთს, თუ არ ვცდები, გვარად ფაღავას, ბათუმში, სახლში დიდძალი იარაღი აღმოაჩნდა, 150 სიმ ბარათი. ის, ვინც ვიდეოს უგზავნის უკრაინაში ვიღაცას, შემკვეთს, თავისი ხმით, ჭულუხაძე, ამჟამად ძებნილი, მას დაამარხინეს ეს იარაღი და ამასთან უნდა მისულიყვნენ ისინი, ვინც ახალაიას სახლთან 80%-ის შემთხვევაში დარაჯობდნენ ახალაიას, ან მისგან დავალებას ელოდებოდნენ. ამის შემდეგ ჩვენ იმ იარაღებთან წამსვლელი ხალხიც გავანეიტრალეთ, ის ხალხიც გზაში გავანეიტრალეთ, რომ გაიხედ-გამოიხედეს, კაციშვილი არ დახვდათ იქ. ეს იყო პრევენცია, თორემ, ის იარაღი და პოლიციელის ფორმები რომ იქ აღმოჩენილიყო, იმ იარაღს ვინ ვის მიუშვერდა, არავინ იცის, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი