მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე: ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს
მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე: ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს

იმედი|imedinews.ge

ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დიუშენით დაავადებულ ბავშვებს შეეხებოდა.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საკითხი ძალიან სენსიტიურია.

„რომ გითხრათ, განსაკუთრებული კომპეტენცია გამაჩნია ამ მიმართულებით, ნამდვილად მოგატყუებთ და ამას არ ვაპირებ. რაც შემიძლია ძალიან ზოგადად და გულწრფელად გითხრათ, არის ის, რომ ეს არის ყველაზე სენსიტიური საკითხი, რაზეც შეიძლება ახლა ჩვენ აქ ვისაუბროთ და ყველას სიტყვას უნდა მოვუფრთხილდეთ ალბათ. ერთი მხრივ, ბევრ რამეზე ვერ ლაპარაკობ ადამიანი საჯაროდ, მეორე მხრივ, თქვენგან გავიგე მე ეს ინფორმაცია - დღეს რომ მიიღო დიდმა ბრიტანეთმა მედიკამენტი და კიდევ 90 დღე რომ სჭირდება, ტექნიკური დეტალების ჩაშვება ჯერ დიდ ბრიტანეთსაც კი რომ არ გადაუწყვეტია, საქართველოში ამ თემის რეალიზება როგორ უნდა მოვახდინოთ. ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად სწორია, ექსპერიმენტულობის ხარისხი რამდენად მაღალია.

იმდენად ბევრწახნაგოვანი თემაა, რომ ამაზე პასუხისმგებლობის აღება არის ურთულესი რამ. ერთი მხრივ, ადამიანურად, მორალურად, ძალიან გიჭირს ამაზე საუბარი ადამიანს, იმიტომ რომ მშობელი, ნებისმიერი, ჩვენი ჩათვლით, ვისაც შვილები გვყავს, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავის შვილს რაღაც თეორიული შანსიც კი გაუჩინოს, რომ რაღაც საკითხი გაუხანგრძლივოს, პოზიტიურ კონტექსტში ვგულისხმობ და იცით ალბათ, რომ არ არის სხვა მხრივ უფრო სერიოზულ შედეგებზე გათვლილი ეს წამალი, დეტალებში აქ აღარ შევალ. მეორე მხრივ, ექსპერიმენტულობის ხარისხი და ა.შ. უამრავი საკითხია, რაც გადაწყვეტილების მარტივად მიღების საშუალებას გართმევს. ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

იმედი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

იმედი