მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს, ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები - სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები
მამუკა მდინარაძე: ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს, ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები - სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები

იმედი|imedinews.ge

ევროპა და ევროპული ევროკრატია არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ უკვე ქართველი ხალხისთვის, რომელმაც კარგად გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე მიმდინარე პერიოდში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ევროპა ყოველთვის იყო ქართველის გონებაში ღირსება, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანობა, ქრისტიანული ტრადიციული კულტურა და ევრობიუროკრატია აბსოლუტურად განსხვავებულს აჩვენებს თავისი გადაწყვეტილებებით.

„რაც უფრო დიდხანს იქნება ასეთი დამოკიდებულება ევრობიუროკრატების მხრიდან, სამწუხაროდ, ევროპის მიმართ პატივისცემასაც ყავლი გასდის ევრობიუროკრატიის გამოისობით. ეს სამწუხაროა, ეს არ არის კარგი ამბავი. ისევე, როგორც, მაგალითად, საქართველოში რომ სააკაშვილის მმართველობა დიდხანს გაგრძელებულიყო, საქართველოს სინამდვილეში, მხოლოდ ვიღაცების თქმით, იქნებოდა დემოკრატიის შუქურა და სინამდვილეში სასაკლაო ხდებოდა ნელ-ნელა. უდანაშაულო ადამიანების, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი როგორია, სულ რომ დამნაშავე იყოს, ამ ადამიანების სასაკლაო ხდებოდა და რაც უფრო დიდხანს იქნებოდა მათი მმართველობა, მით უფრო გამძაფრდებოდა და მძაფრდებოდა დღითიდღე ეს ამბები. რაც უფრო მიწურულს იყვნენ მმართველობის, მით უფრო სასტიკი იყო ის რეჟიმი ადამიანების და საკუთარი სამშობლოს მიმართ. ვიღაცები ცდილობდნენ, რომ, სხვადასხვა გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, სააკაშვილი, მისი რეჟიმი და საქართველო ერთმანეთთან გაეეგივებინათ. დღესაც ვხედავთ ამას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს. ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები არის სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

იმედი