მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც ცდილობს უხარისხობის, დაგვიანებისა და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებლის მიღებას, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული
მამუკა მდინარაძე: მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც ცდილობს უხარისხობის, დაგვიანებისა და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებლის მიღებას, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული

იმედი|imedinews.ge

მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომლებიც ცდილობენ უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკან არ დაიხევს.

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ასევე ვილაპარაკო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც კი ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი - ზოგან ხიდი, ზოგან გზა, ზოგან წყალი, ზოგან გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული, რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდაა გაკეთებული. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომლებიც ცდილობენ უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული.

არც მე და ხელისუფლების არც სხვა წარმომადგენელი არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დაწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე. ესეც გარკვეული კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს რეალური. ამასაც გადავიტანთ და ბევრ რამესაც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს

POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა

იმედი

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

იმედი

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

იმედი