მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა
წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

იმედი|imedinews.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გური ბაქრაძემ აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ბანაკის დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ბანაკის ფარგლებში შექმნილი კულტურული და შემეცნებითი ნამუშევრები და შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი თანატოლებსა და მიწვეულ სტუმრებს გაუზიარეს.

აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკი 10-18 აგვისტოს წყალტუბოში მოქმედებდა, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობდა.

ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული. მისი მიზანი გახლდათ მოზარდებისთვის უსაფრთხო, მრავალფეროვანი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც მათ ცოდნის გაღრმავების, ახალი უნარების განვითარების, თანატოლებთან ურთიერთობისა და შემოქმედებით ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

საბანაკე პროგრამა მრავალფეროვან საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და გასართობ აქტივობებს მოიცავდა.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდნენ.

ახალგაზრდებმა თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქტიული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმიც დაათვალიერეს.

ბანაკის საგანმანათლებლო ნაწილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში, ითვალისწინებდა როლურ და სიტუაციურ თამაშებს, დისკუსიებს, ვიქტორინებს, შემოქმედებით დავალებებს, ისტორიულ-შემეცნებით ქვესტებს, ტექსტზე მუშაობას, გუნდურ შეჯიბრებებსა და ყოველდღიურ რეფლექსიას.

მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსები, პოსტერები, მცირე ისტორიები და პრეზენტაციები. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სახალისო და შემეცნებით ღონისძიებებში. ბანაკის მონაწილეებმა საქართველოს საპატრიარქოს მიერ წარმოდგენილი სპექტაკლიც ნახეს.

ბანაკში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს დაეხმარება წიგნიერების, კომუნიკაციის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობის, საჯარო გამოსვლისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარებაში. ამასთან, ბანაკი ხელს შეუწყობს მათში პასუხისმგებლობის, თანაგრძნობის, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და განსხვავებული მოსაზრებების მიღების უნარების განვითარებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • რა ღირს საწვავი აფხაზეთშიBM.GE
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
  • „ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ“ - შარმანაშვილი ვერ ამბობს, გადის თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი რუსეთშიტვ პირველი
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს

POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა

იმედი

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

იმედი

არჩილ გორდულაძე გიორგი ახობაძეზე: ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენის მიზნით, მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ

არჩილ გორდულაძე გიორგი ახობაძეზე: ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენის მიზნით, მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ

იმედი