მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს, მისი წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ
მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს, მისი წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ

იმედი|imedinews.ge

ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს. მისი წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ისინი ნერვიულობენ იმაზე, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში და მერე ადამიანის სიცოცხლით ვერ ივაჭრეს.

„ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს. რეალურად ამაზე წუხს. მაგრამ ეს წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე, ისევე, როგორც აღმოჩნდა ვიღაცებისთვის, არ დავაკონკრეტებ, უკრაინელის სიცოცხლე, იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ. ისინი ნერვიულობენ, როგორ არ ჩაერთო საქართველო ომში და მერე ადამიანის სიცოცხლით როგორ ვერ ივაჭრეს იმ ხალხთან, რომელიც არანაირ ტრილიონებს არ ხარჯავს და რომც დახარჯონ, ეს რა მორალური მიდგომაა, ამას საზოგადოება კარგად ხვდება. ალბათ გაავსებენ სესხებით და არა ტრილიონებით, მერე მინერალებს, სხვადასხვა რესურსებს, მიწას, წიაღისეულს გადაინაწილებენ და ამისთვის ბრძოლაში იქნებოდნენ ისინი წარმატებულები, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ. ეს არის მათი მარტივი ამოცანა და ნერვიულობა, თუ რატომ ვერ მოახერხეს ეს. სამწუხარო ის არის, რომ არა მხოლოდ გარე დავალების მიმღები აგენტურა, არამედ გარეთ მათი პატრონები უფრო ნერვიულობენ იმაზე, რომ საქართველოში ეს ვერ მოახერხეს. იმიტომ, რომ საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი დამოუკიდებლობის ხარისხით. ის, რომ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისა და ამ ქვეყნის შესახებ, ეს ძალიან აწუხებთ გარეთ სხვადასხვა ჯგუფებს და შიგნით ეთნიკურად მათ წარმომადგენლებს. მხოლოდ ეთნიკურად, რადგან მათ რაიმე სხვა ქართული არ გააჩნიათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

იმედი