მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: ბოლო წლების განმავლობაში, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების კეთილსინდისიერებით, ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს
მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: ბოლო წლების განმავლობაში, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების კეთილსინდისიერებით, ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს

იმედი|imedinews.ge

ბოლო წლების განმავლობაში, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების კეთილსინდისიერებით, ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ კითხვის პასუხად, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ადამიანები, რომლებიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

მდინარაძის თქმით, ყველა მათგანს ბოდიში აქვს მოსახდელი.

„მათი მხრიდან არავინ ბოდიშის მომხდელი არ არის, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათ ყველას ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან ჩვენ ძალიან ხშირად და წლების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების, ზოგ შემთხვევაში კეთილსინდისიერებით, ზოგ შემთხვევაში ასეთი ცრუ ლეგენდების ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს. აქ არის მთავარი ერთი რამ: ჩვენ გვყავს ათეულობით ცხვრის ქურქში გახვეული, მგელს ვერ ვუწოდებთ, ტურა, ალბათ, რომელთა მწყემსები არიან უცხოელები და არა ქართველები. შესაბამისად, ეს უნდა გავარჩიოთ. თუკი ამას გავარჩევთ, უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაც, სუვერენიტეტიც და რეალობაც, რეალობის აღქმაც მეტად უზრუნველყოფილი იქნება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს

POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა

იმედი

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

იმედი

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

იმედი