მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს, რათა შუღლი, სიძულვილის ენა იქნას ამ ქვეყანაში უარყოფილი, მეორე მხრივ, არ დავუშვებთ, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას
მამუკა მდინარაძე: რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს, რათა შუღლი, სიძულვილის ენა იქნას ამ ქვეყანაში უარყოფილი, მეორე მხრივ, არ დავუშვებთ, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას

იმედი|imedinews.ge

მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნას ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძის თქმით, არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს იმ თეორიულად მისაღებ ვადაში, რაც სჭირდება ფორმალური თვალსაზრისით ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნას, შექმნას ეს სამმართველო. ამიტომ, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნას ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ.

პირადად მე, ვიქნები დაინტერესებული ბოლომდე და ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მივიჩნევ იმას, რომ ბრძოლის ერთგვარი იარაღი, რომელიც თავის მხრივ პოლარიზაციის გაღვივებაში გამოიყენება და ამის მთავარ იარაღად მიიჩნევენ, იყოს მაქსიმალურად განდევნილი ჩვენი საზოგადოებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ თუ კი ვინმე ჩვენს ქვეყანაში ცდილობს პოლარიზაცია, ერთი მხრივ გამოიყენოს იმის იარაღად, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს, გახლიჩოს და მართვა ამ საზოგადოების გარედან იოლი იყოს უფრო და ამის ერთ-ერთ მთავარ იარაღად გამოიყენებენ სიძულვილის ენას, შუღლის გამაღვივებელ ენას, ეს იქნას უარყოფილი და ამას ვებრძოლოთ. შეიძლება დისკუსია, ერთმანეთის კრიტიკა ამის გარეშე და მეორე მხრივ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში, დავუპირისპირდებით ქმედითი, სამართლებრივი მექანიზმებით, რომლებსაც, თავის მხრივ აქვს უკვე საკანონმდებლო ბაზა. ამის აღსრულებას უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

იმედი

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით