მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს. ამით პიარის კეთება ძალიან ცუდი რამეა, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პროფესიული, სიღრმისეული დისკუსიის და არა პროტესტის შედეგად
მამუკა მდინარაძე: უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს. ამით პიარის კეთება ძალიან ცუდი რამეა, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პროფესიული, სიღრმისეული დისკუსიის და არა პროტესტის შედეგად

იმედი|imedinews.ge

უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, აღნიშნული თემით პიარის კეთება ძალიან ცუდია.

„უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს. ნებისმიერი მშობელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერთი დღეც კი თავის შვილს პოზიტიური მიმართულებით რაღაც საკითხი გადაუწყვიტოს და ამით პიარის კეთება ძალიან ცუდი რამეა. ეს საკითხი არ უნდა იყოს წაქეზებული, რომ მეტი დრო გაატარონ რომელიმე დაწესებულებასთან განერვიულებულმა მშობლებმა. ეს მედიკამენტი ექსპერიმენტულია მთელს მსოფლიოში და რიგ შემთხვევაში, საერთო ჯამს, ასეულობით მილიონი დოლარი შეიძლება დაჯდეს. მისი გამოყენება პროტესტის საფუძვლად გადაწყვეტილებას კი არ ექვემდებარება, ექვემდებარება დისკუსიას, თუ რამდენად სწორია და პროფესიულ დისკუსიას, რამდენად მართებულია ამ ადამიანების მიმართ გამოსაყენებლად. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პროფესიული, სიღრმისეული დისკუსიის და არა პროტესტის შედეგად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი