მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს
მამუკა მდინარაძე: 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს

იმედი|imedinews.ge

მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს და ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი - დებატებები" ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც პოლიციელების ძალადობაა ასახული.

„ამ მართლაც საშინელ ფაქტზე საქმის კურსში ვიყავი დეტალურად, იმიტომ, რომ ჩვენს სამსახურსაც ჰქონდა ეს ინფორმაცია. მიმდინარე წლის თებერვალში, პრაქტიკულად 4 დღის განმავლობაში სამართალდამცავმა სისტემამ მოახერხა, ძალიან მცირე ინფორმაციიდან გასულიყო ბოლომდე და 3-4 დღის განმავლობაში შედეგი დადებულიყო, დაკავებული ყოფილიყვნენ მოძალადე პოლიციელები. 19 თუ 20 თებერვალს, გენერალურმა ინსპექციამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღეს ინფორმაცია, რომ 4 წლით ადრე ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ, საზარელ ფაქტს და ამის შესახებ არცერთი შეტყობინება, არცერთი ინფორმაცია არ იყო არსად. 2022 წელს, როცა ეს დანაშაული მოხდა, შეტყობინება არ იყო დაფიქსირებული არსად, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და 4 წლის განმავლობაში ეს იყო მიჩქმალული ფაქტი. ამიტომ, რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, არავისთვის ეს ცნობილი არ იყო. იმის გამო, რომ გადაღებული კადრები 1-2 ადამიანთან მოხვდა, ისევ თავის წრეში დაატრიალეს, ამის შესახებ მიღებული იყო ინფორმაცია და ამაზე იყო მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-პრემიერის თქმით, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს, ამის შესახებ სამართალდამცავმა სისტემამ გაავრცელა ინფორმაცია და ეს ცნობილი იყო ტვ პირველისთვისაც, რომელმაც კადრები გაავრცელა.

„კადრები აქამდეც ჰქონდათ, არ ვიცი დღეს და გუშინ რას ელოდებოდნენ, რას დაამთხვიეს და რა მიზნები აქვთ. წლების განმავლობაში ბევრჯერ ვნახეთ, რომ წმინდა პიარული მიზნები აქვთ და არანაირი ემპათია ვიღაცის მიმართ მათ არ ამოძრავებთ. რეალურად, გახსნილ საქმეზე, რომელიც 4 წლის მერე გაიხსნა, არავინ რომ არ იცოდა და რომ არ გახსნილიყო, ვერც ამ კადრებს ვერ ნახავდა ვერავინ. ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

იმედი

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი