მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა: თქვენ ხართ იმ სამსახურის წარმომადგენლები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნდობასა და ერთგულებასთან, გულწრფელი მადლობა პროფესიონალიზმისა და უღალატობისთვის, ქართული სახელმწიფო ყოველთვის ვალდებული იქნება, განსაკუთრებულად დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა და გამბედაობა
მამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა: თქვენ ხართ იმ სამსახურის წარმომადგენლები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნდობასა და ერთგულებასთან, გულწრფელი მადლობა პროფესიონალიზმისა და უღალატობისთვის, ქართული სახელმწიფო ყოველთვის ვალდებული იქნება, განსაკუთრებულად დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა და გამბედაობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა მაღალ პროფესიონალიზმს და აღნიშნა, რომ ისინი ემსახურებიან საქმეს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნდობასა და ერთგულებასთან.

„თქვენ აკეთებთ საქმეს, რომელიც შეიცავს ყოველწამიერ რისკს და რომელიც თავის მხრივ, სიცოცხლის რისკთანაც არის დაკავშირებული. საქმისადმი ერთგულება და გათვითცნობიერებული თავგანწირვა თქვენი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. შეუძლებელია, იყო ამ პროფესიის წარმომადგენელი ვაჟკაცური ბუნებისა და თვისებების გარეშე. თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც ასეთი თვისებების გარდა, სჭირდება ძალიან მაღალი კომპეტენცია და უშეცდომობა. გულწრფელი მადლობა ყველას ასეთი პროფესიონალიზმისა და უღალატობისთვის. ქართული სახელმწიფო კი ყოველთვის ვალდებული იქნება, განსაკუთრებულად დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა და გამბედაობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-პრემიერმა გაწეული საქმიანობისა და ერთგული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძეს და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

სახელმწიფო მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფრასტრუქტურა, სასროლეთი და ავტომუზეუმი დაათვალიერა. მოეწყო დასაცავ პირზე თავდასხმისა და ევაკუაციის, ასევე კინოლოგების საჩვენებელი იმიტაცია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა