მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ გრიგოლიშვილი პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომაზე: ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო და უსაფრთხო ხიდი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის
მარიამ გრიგოლიშვილი პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომაზე: ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო და უსაფრთხო ხიდი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის

მარიამ გრიგოლიშვილი პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომაზე: ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო და უსაფრთხო ხიდი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის

იმედი|imedinews.ge

9-10 ივნისს, ბრიუსელში, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა PLATFORMA-ის ახლად არჩეული სპიკერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენელი და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი მარიამ გრიგოლიშვილი. დელეგატმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ტრანსფორმაციასა და საქართველოს როლზე, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელ მთავარ კარიბჭეზე.

„ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო და უსაფრთხო ხიდი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის“, - აღნიშნა მან.

მარიამ გრიგოლიშვილმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, მეტად დაუჭიროს მხარი მუნიციპალიტეტებს შორის პირდაპირ, პარტნიორულ გაცვლით პროგრამებს და ეს მიდგომა ასახოს „Global Gateway“-ის საინვესტიციო ფონდებში, რათა ადგილობრივი განვითარება სრულად შეესაბამებოდეს რეგიონულ სტრატეგიულ მიზნებს.

PLATFORMA-ს პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლზე საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის პროცესში, ევროკავშირის გლობალური პარტნიორობის პრიორიტეტებსა და „Global Europe“-ისფარგლებში მიმდინარე ინიციატივებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების, დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და საერთაშორისო მუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი: ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს - მოკლედ, ჭადრები არ იჭრება, არა, უფრო მეტიც, ბევრი ხე დაირგვება დამატებით რუსთაველზე და გვექნება არა მხოლოდ განახლებული, არამედ უფრო მწვანე მთავარი გამზირი

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი