მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ლაშხი: სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა
მარიამ ლაშხი: სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა

მარიამ ლაშხი: სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა

იმედი|imedinews.ge

სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა. შვედეთი, ფინეთი და სხვა ქვეყნები სასკოლო კვებას განათლების სისტემის ნაწილად განიხილავენ და არა „მშიერი ბავშვების დაპურებად“, როგორც ამას ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მარიამ ლაშხი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის თამარ ხვედელიანის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტერმინები „მშიერი ბავშვების დაპურება“ და „ღარიბების კალათა“ სოციალური სტიგმის შემცველია და მსგავსი შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან არამართებულია. მისივე თქმით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და 7.1%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც წარსულში აღნიშნულ ჯგუფში 1 მილიონ 120 ათასამდე ადამიანი შედიოდა, ამჟამად კი ეს რიცხვი 280 ათასამდეა შემცირებული. როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, ეს შედეგი სახელმწიფოს სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და არა პოპულისტური განცხადებების.

„მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაქვთ შესაძლებლობა, კვლევაზე დაფუძნებული არგუმენტები წარმოგვიდგინოთ და არა პოლიტიკური, მანიპულაციური ტერმინები, რომელიც პირველ რიგში სოციალურ სტიგმას ნერგავს საზოგადოებაში“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი