მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფისა (WBG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საპარლამენტო ქსელის მიწვევით, მარიამ ლაშხმა ტაილანდის ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პოლიტიკის ოფისის გენერალურ დირექტორის მოადგილესთან, ნადჰავუდ დამასირისთან, მსოფლიო ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრების ფარგლებში განიხილეს ტაილანდის ფისკალური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური მართვის ძირითადი პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურბანული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, არაფორმალური დასახლებების რეგულარიზაციასა და ეკონომიკური განვითარების თანამედროვე გამოწვევებს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ასევე ტაილანდური კომერციული ბანკის (Thai Credit Bank) წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების შესაძლებლობები და ეკონომიკური განვითარების პროცესში კერძო სექტორის როლის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, რომლის სრულად რეალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორ პოლიტიკასა და საერთაშორისო პარტნიორობას.

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, შუა დერეფანი, ახალგაზრდა ეკონომიკა, მოქნილი სახელმწიფო და ძლიერი ადამიანური რესურსი. სწორი პოლიტიკა და სწორი პარტნიორები ამ პოტენციალს რეალობად აქცევს. ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა, გამეღრმავებინა ურთიერთობები კოლეგა პარლამენტარებთან ევროპარლამენტიდან, ასევე იტალიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, გაერთიანებული სამეფოს, სინგაპურისა და მონღოლეთის პარლამენტების წევრებთან“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ტაილანდში ვიზიტი „Parliamentarians in the Field Programme“-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპარლამენტო ქსელის ინიციატივაა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებს განვითარების პოლიტიკის, ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი