მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

იმედი|imedinews.ge

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის და ევროპის საქმეთა გენერალურ დირექტორ გალიტ დობნერთან გამართულ შეხვედრაზე დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას, ყურადღება ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილეს.

საუბარი ასევე შეეხო კანადის მხარდაჭერას საქართველოს ინტერესების მიმართ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე.

ყურადღება გამახვილდა გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს შეეხება და რომლის ერთ-ერთი თანასპონსორი კანადა არის.

ამას გარდა, საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობასა და სამხედრო თანამშრომლობას, საერთაშორისო სწავლების MAPLE ARCH-ის მიმართულებით. კანადის MTCP პროგრამის ფარგლებში 836 ქართველი ოფიცერი გადამზადდა.

შეხვედრაზე ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე საუბრისას, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მარიამ ლაშხმა მასპინძელ მხარეს საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, ისეთებზე, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფანი.

შეხვედრას კანადის მხრიდან - საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები: გლენ მაკფერსონი და ჯულია კლუტიე დაესწრნენ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი