მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას

იმედი|imedinews.ge

ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ხედვის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება უკვე ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად. ამ საკითხის განხილვისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. „გასულ წელს დასრულდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, დაიწყო მოძრავი შემადგენლობის მასშტაბური განახლება და მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ქვეყნის გადაკვეთის დროის განახევრების მიმართულებით. ამასთან, სასაზღვრო პროცედურების დრო დაახლოებით 7.5-ჯერ შემცირდა, ხოლო საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვით ნავსადგურებში გემების მომსახურების დრო 24 საათიდან 1 საათამდე შემცირდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გაწეულ ძალისხმევას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს, რაც რეკორდული მაჩვენებლებით დადასტურდა. „წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა - 24%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ტვირთების ყველა ძირითად კატეგორიაში. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაზეც - ტვირთბრუნვა 11%-ით გაიზარდა“- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. რაც შეეხება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზრდამ 30%-ს მიაღწია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერზე: შინაარსში შესვლასაც კი ალბათ აზრი არ აქვს, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება და კარგად მოისმინა თუ როგორი ალოგიკური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და აზრს მოკლებული იყო ის ე.წ ინტერვიუ, რაც გავრცელდა

ირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონის შექმნას გეგმავს

ირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონის შექმნას გეგმავს

იმედი

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ, როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს - დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური -ანაკლიას ე.წ. ლენდლორდ მოდელით ვავითარებთ - რაც აბალანსებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესებს და ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას