მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში 4 საათში ჩამოვიდნენ, ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს, ასევე შიდა მობილობის გაუმჯობესებას ქვეყანაში
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში 4 საათში ჩამოვიდნენ, ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს, ასევე შიდა მობილობის გაუმჯობესებას ქვეყანაში

იმედი|imedinews.ge

ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში 4 საათში ჩამოვიდნენ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად თბილისი-ბათუმის მატარებლით იმგზავრა. მგზავრობის დრომ 5 საათისა და 35 წუთის ნაცვლად, მხოლოდ 4 საათი შეადგინა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს რკინიგზისთვის ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან სამგზავრო მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ მგზავრობის დროის შემცირება იყო.

„როდესაც წარვადგინეთ ერთი მხრივ, საქართველოს რკინიგზის შედეგები და მეორე მხრივ, ის გეგმები, რომელიც დაისახა მიმდინარე წელს, ისევე როგორც მომდევნო ორ წელზე, ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანი სამგზავრო მიმართულებით, ეს გახლდათ თბილისი-ბათუმის მარშრუტის 5 საათ ნახევრიდან 4 საათამდე შემცირება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს იყო საკმაოდ კომპლექსური საოპერაციო გადაწყვეტა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით მობილობის გაუმჯობესების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზას მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის. მინისტრის შეფასებით, სამგზავრო დროის შემცირება განსაკუთრებით პოზიტიურად ტურიზმის სექტორზე აისახება.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას ამ ძალიან მნიშვნელოვანი, გაწეული სამუშაოსთვის, ეფექტური მუშაობისთვის. ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს, ასევე ზოგადად შიდა მობილობის გაუმჯობესებას ქვეყანაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 185 სტატია.

  • რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრობა გაძვირდა - „ინფო რუსთავი"BM.GE
  • თბილისში ტექნიკის მაღაზიიდან უკანონოდ დაეუფლა კომპიუტერულ ტექნიკას - დააკავეს 1 პირიფორმულა
  • თბილისის რამდენიმე რაიონს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართირუსთავი 2
  • ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულშიტვ პირველი
თბილისში →ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

იმედი

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იმედი

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

იმედი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

იმედი