მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად სანდო პარტნიორმა
მარიამ ქვრივიშვილი: გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად სანდო პარტნიორმა

იმედი|imedinews.ge

გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად სანდო პარტნიორმა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „ლენდლორდის“ მოდელზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის განვითარებას და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამ სექტორის ყველა კომპონენტის თანმიმდევრული განვითარება.

„დღესაც შევახსენეთ ჩვენს საზოგადოებას. რომ 2032 წლამდე მოხდება 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ტრანსპორტის სექტორში, რომელიც გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, მაგისტრალური გზების მშენებლობას, ისვე, როგორც საქართველოს რკინიგზის ისტორიულ მოდერნიზაციას.

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რამდენადაც სატრანსპორტო ქსელს სჭირდება თანმიმდევრული განვითარება და ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაც არის ის, რომ საქართველომ განაგრძოს იყოს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი პარტნიორი ამ გლობალური მიწოდების ჯაჭვში უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს მეზობელ ქვეყნებთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც „შუა დერეფნის“ კონტექსტში არიან ჩართულები, როგორიცაა აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და ჩინეთი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაზრდილია ტვირთნაკადი ამ ქვეყნებიდან. სწორედ ამ კონტექსტმა განაპირობა ის, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ ამ ახალი მოდელის შემუშავებაზე. ეს არის საერთაშორისოდ აპრობირებული, ყველაზე ეფექტურად შეფასებული მოდელი ე.წ. „ლენდლორდ“ მოდელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აძლევს ზუსტად იმ რამდენიმე ინსტრუმენტს, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ასეთი სტრატეგიული ობიექტის ეროვნული ინტერესებისთვის გამოყენების თვალსაზრისით.

ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ სუვერენულად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მოემსახურება, მაგრამ ამავდროულად ეს მოდელი ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას ვთქვათ, რომ ეს იქნება ქართული პორტი და მეორე მხრივ ამ მოდელის ფარგლებში ჩვენ ვქმნით სისტემას, სადაც არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ინტერესი იქნება გათვალისწინებული, არამედ რამდენიმე პარტნიორისაც“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი