მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის“ მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ - პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო
მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის“ მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ - პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო

იმედი|imedinews.ge

ძალიან დიდია დაინტერესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი, რაც ძალიან მისასალმებელია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სადაც მინისტრმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენება მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით მოხდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ხედავს და წამყვანმა კომპანიებმა კარგად იციან, თუ რა მოდელით ოპერირებენ წარმატებული პორტები. „ჩვენ მიერ არჩეული ახალი მოდელი, ეგრეთ წოდებული „ლენდლორდის“ მოდელი, ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც საერთაშორისოდ აპრობირებულია. ასეთი მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. ამდენად, პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო. ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი ინტერესი უშუალოდ შუა დერეფანში ჩართული ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან და, რა თქმა უნდა, ჩინეთიდან. ჩინეთი ყოველწლიურად აგენერირებს საკმაოდ დიდი მოცულობების ტვირთს, რა თქმა უნდა, მთავარი ტვირთნაკადი მოდის ჩინეთიდან, შემდგომ უკვე ყაზახეთიდან და ამდენად, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და აქვს იმას, რომ ჩვენ ვიხილოთ ჩინელი ოპერატორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში“. - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა