მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის
მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის

მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის

იმედი|imedinews.ge

მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება

„დღეს მსოფლიოში დინამიურად ცვალებადი გარემოა. ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკა განსაზღვრავს სახელმწიფოების, სექტორებისა და ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას. ასეთ პირობებში საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ამ ხედვის განხორციელებას სჭირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ძლიერი საგანმანათლებლო გარემო, სახელმწიფო მხარდაჭერა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა. მინისტრის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • ციფრული გადახდებიდან ციფრულ კომერციამდე: ზრდის ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის - ინტერვიუ სერგეი მარტინჩუკთან, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერთანBM.GE
  • „გვინდა, ომი ისე დასრულდეს, რომ რუსეთს აგრესიის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს“ - ზელენსკიტვ პირველი
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

იმედი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს