მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „გვინდა, ომი ისე დასრულდეს, რომ რუსეთს აგრესიის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს“ - ზელენსკი | TV პირველი
„გვინდა, ომი ისე დასრულდეს, რომ რუსეთს აგრესიის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს“ - ზელენსკი | TV პირველი

„გვინდა, ომი ისე დასრულდეს, რომ რუსეთს აგრესიის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს“ - ზელენსკი | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის მნიშვნელოვანია, სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპი მთავარი მომლაპარაკებლის როლში იყოს. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის მიზანი არა უბრალოდ ომის დასრულება, არამედ ისეთი სამართლიანი მშვიდობის მიღწევაა, რომელიც რუსეთის მხრიდან განმეორებით აგრესიას გამორიცხავს.

„ჩვენ არ გვინდა ტანჯვა და სიკვდილი. გვინდა, ეს ომი სამართლიანად დასრულდეს და ისე, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კიევში მოლაპარაკებების კიდევ ერთი, გაფართოებული რაუნდი გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებიც შეუერთდებიან.

უიტკოფი და კუშნერი კიევში მატარებლით ჩავიდნენ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე მათ აეროპორტში დახვედრას გეგმავდა, თუმცა რუსეთის დარტყმების გამო ამერიკელმა წარმომადგენლებმა უკრაინაში თვითმფრინავით ჩასვლა ვერ შეძლეს.

ეს უიტკოფისა და კუშნერის პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ერთი დღით ადრე ისინი მოსკოვში იმყოფებოდნენ და კრემლში მოლაპარაკებებს მართავდნენ.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • თამარ იოსელიანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე: საქართველოს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს ხედვა თუ როგორ ფიქრობს, განავითაროს სატრანსპორტო სექტორიიმედი
  • "ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზიBM.GE
  • ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება - გივი მიქანაძე მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობაზერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

"გაათავისუფლეთ თამაზ ელიზბარაშვილი!" - აქცია კანცელარიასთან

"გაათავისუფლეთ თამაზ ელიზბარაშვილი!" - აქცია კანცელარიასთან

ტვ პირველი

„ეს ნამდვილი ომის დასაწყისია“ - ლავროვი გერმანიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე

„ეს ნამდვილი ომის დასაწყისია“ - ლავროვი გერმანიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე

ტვ პირველი

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა

ტვ პირველი

იმპორტზე დამოკიდებული ყვავილების ბაზარი - ფლორისტები ადგილობრივი წარმოების გაზრდას ითხოვენ

იმპორტზე დამოკიდებული ყვავილების ბაზარი - ფლორისტები ადგილობრივი წარმოების გაზრდას ითხოვენ

ტვ პირველი