მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალის ფარგლებში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს და რუმინეთის ენერგეტიკის სამინიტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალის ფარგლებში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს და რუმინეთის ენერგეტიკის სამინიტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვს, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივან ანდრას ტოტის და რუმინეთის ენერგეტიკის სამინიტროს სახელმწიფო მდივან კრისტიან ბუსოის შეხვდა.

შეხვედრა ბაქოში მიმდინარე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა პროექტის მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევასთან დაკავშირებით, ასევე პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებზე.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ასევე საუბარი შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობას, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ამასთან, აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების 10-წლიან გეგმაზე და მის მნიშვნელობაზე მთლიანად რეგიონის ენერგეტიკული სისტემისთვის.

შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია როგორც რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების, ისე სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის ახალი მარშრუტის შექმნის და დაკავშირებადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადარუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →მინისტრის →

მსგავსი სტატიები

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

იმედი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი.  „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი