მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE22 აგვისტო, 2026, 04:15|bm.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ.

მიმდინარე წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოხატა და ამისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსებაც გამოყო.

პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში სამინისტრომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გააგრძელა, მათ შორის 2026 წლის 31 მარტამდე, რათა პროგრამას, დარჩენილი აქტივობების დასრულებისა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონოდა.

სამინისტრომ ჰარვარდს ასევე სთხოვა შესრულებული სამუშაოების ანგარიში და პროგრამის შემდგომი განვითარების კონკრეტული ხედვა.

თუმცა, პროგრამის შემდგომი გაგრძელება ვერ შეთანხმდა, რადგან პროგრამის ახალი ეტაპის დასაწყებად სამინისტროსთვის არ ყოფილა წარმოდგენილი შეთანხმებული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ აქტივობებს, ბიუჯეტს, განხორციელების ვადებსა და გაზომვად შედეგებს. შესაბამისად, ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა.

პროგრამის დასრულების შემდგომ, სამინისტრომ, ჰარვარდის პოზიციის გათვალისწინებისა და შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, კვლავ გამოხატა მზადყოფნა, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიზნებთან და დანიშნულებასთან შესაბამისი ერთობლივი აქტივობების განსახორციელებლად. შესაბამისად, ჰარვარდს აქვს შესაძლებლობა, გამოყოფილი ფინანსური რესურსი კვლავ პროგრამის მიზნებისთვის მიმართოს, ფინანსური ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჰარვარდთან აკადემიურ თანამშრომლობაზე უარს არ ნიშნავს. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სახელმწიფო რესურსის ეფექტიან და ანგარიშვალდებულ მართვას და ახალი ეტაპის დასაწყებად აუცილებელი პროგრამული და ფინანსური ჩარჩოს არსებობას.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა - მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე.

სამინისტროს პოზიცია უცვლელია: საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და სახელმწიფო რესურსის ეფექტიან გამოყენებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსიმედი
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადარუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

ჰარვარდის უნივერსიტეტი მოპარული სხეულის ნაწილების სკანდალის გამო $53 მილიონს გადაიხდის

ჰარვარდის უნივერსიტეტი მოპარული სხეულის ნაწილების სკანდალის გამო $53 მილიონს გადაიხდის

BM.GE

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა

BM.GE

"სთარინგ ჯორჯია" შეკვეთილში "ციცინათელასთან" დინოპარკს აწყობს

"სთარინგ ჯორჯია" შეკვეთილში "ციცინათელასთან" დინოპარკს აწყობს

BM.GE

7 თვეში თბილისში 2.3 მილიარდის ბინები გაიყიდა, ბათუმში 595 მილიონის - რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე?

7 თვეში თბილისში 2.3 მილიარდის ბინები გაიყიდა, ბათუმში 595 მილიონის - რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე?

BM.GE