მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოს როლი არის ის, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც იქმნება გლობალურად, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ეს ქმნის იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რომელიც 2029 წელს ჩვენს ქვეყანას შეაძლებინებს, რომ პირველ რიგში ანაკლიაში მიიღოს პირველი გემი. და მეორე, რომ ჩვენმა ქვეყანამ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უზრუნველყოს 25 მილიონამდე ტონა ტვირთის გატარება
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოს როლი არის ის, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც იქმნება გლობალურად, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ეს ქმნის იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რომელიც 2029 წელს ჩვენს ქვეყანას შეაძლებინებს, რომ პირველ რიგში ანაკლიაში მიიღოს პირველი გემი. და მეორე, რომ ჩვენმა ქვეყანამ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უზრუნველყოს 25 მილიონამდე ტონა ტვირთის გატარება

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფოს როლი არის ის, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც იქმნება გლობალურად, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. საბედნიეროდ, დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ როდესაც ვსაუბრობთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის მოდიფიკაცია გავუკეთოთ იმ პირველად გეგმას, რომელიც ანაკლიის განვითარებაზე გვქონდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყოველთვე მზარდია ტვირთბრუნვა, რამაც გაზარდა „შუა დერეფნის“ როლი და ამ მიმართულებით ანაკლიის პორტის სწრაფი განვითარების საჭიროება.

„საიდან წარმოიქმნა ახალი ოპერირების იდეა?! პირველი, მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის გლობალური პოლიტიკის შედეგად გამოწვეული მაღალი ინტერესი „შუა დერეფნის“ კონტექსტში“. მეორე, ჩვენ ვხედავთ რომ ფაქტობრივად ყოველთვე მზარდია ტვირთნაკადის დინამიკა „შუა დერეფანში“, რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარე წელს 21%-ით არის გაზრდილი ტვირთნაკადი, ბოლო 4 წლის განმავლობაში 46%-ს გადააჭარბა. გაზრდილია ტვირთნაკადი ჩვენი ქვეყნის ყველა პორტში. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თავად სტრუქტურა, სატრანსპორტო და ლოგისტიკური, შეცვლილია. შეცვლილია იმდენად, რამდენადაც ქვეყნები დღეს ბევრად უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ვიდრე შეიძლება ეს ყოფილიყო რამდენიმე წლის წინ. თითოეულ ჩვენგანს გვესმის ცალსახად, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „შუა დერეფანზე“, „შუა დერეფანი“ არ აირის ერთი ცალკეული ქვეყანა. ეს არის სინქრონში ჰარმონიული თანამშრომლობა, რომელიც ისახება საერთო სატარიფო პოლიტიკაში, საერთო საოპერაციო პოლიტიკაში და საერთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო არის თანმიმდევრული და ეს აისახება როგორც რკინიგზის მოდერნიზებაში, ასევე ანაკლიის პორტის განვითარებაში.

„ეს ქმნის იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რომელიც 2029 წელს ჩვენს ქვეყანას შეაძლებინებს, რომ პირველ რიგში ანაკლიაში მიიღოს პირველი გემი. და მეორე, რომ ჩვენმა ქვეყანამ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უზრუნველყოს 25 მილიონამდე ტონა ტვირთის გატარება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეშიBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი