მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს რკინიგზა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს რკინიგზა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს რკინიგზა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას

იმედი|imedinews.ge

„ბოლო ერთი წელი გარდამტეხი იყო საქართველოს რკინიგზისთვის - კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს რკინიგზაში შემუშავდა კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ეფუძნება სამ საკვანძო მიმართულებას: ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატვირთო გადაზიდვების გაძლიერებას და სამგზავრო მიმართულების მოდერნიზაციას.

„თითოეული მიმართულება უზრუნველყოფილია დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმებით და ერთიან სისტემაში აერთიანებს ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ განვითარებას, რაც ქმნის საფუძველს კომპანიის ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის ზრდისთვის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა 230 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო მისი წმინდა მოგება 30%-მდე გაიზარდა. იმავდროულად, მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა, ქვეყნის გადაკვეთის დრო კი 20%-ით შემცირდა.

როგორ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანი პროგრესია გაციფრულების მიმართულებითაც, ჩინეთთან, ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით 7.5-ჯერ შემცირდა სასაზღვრო პროცედურების დრო.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, თბილისი–ბათუმისა და თბილისი–ახალციხის სარკინიგზო ხაზების სრული რეაბილიტაცია 2026 წლის აგვისტოში დასრულდება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაადგილება - ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ხოლო ბათუმამდე მგზავრობა დაახლოებით ოთხ საათამდე შემცირდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი