მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან და ლონდონის საფონდო ბირჟის წარმომადგენელთან საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების ტენდენციები განიხილა
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან და ლონდონის საფონდო ბირჟის წარმომადგენელთან საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების ტენდენციები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან და ლონდონის საფონდო ბირჟის წარმომადგენელთან საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების ტენდენციები განიხილა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდსა და ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკური ტენდენციები, ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მზარდი დინამიკა, მათ შორის, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ბოლო წლებში ქართული კომპანიების გააქტიურება კაპიტალის ბაზარზე, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გავლენას ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ცალკეულ სექტორებში საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად.

შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს ბიზნეს სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა, რასაც განაპირობებს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ეფექტიანი რეფორმები, ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები და სწორი ინსტიტუციური განვითარება, მათ შორის, კაპიტალის ბაზრის მიმართულებით.

შეხვედრაში მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი