მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში მიიღო მონაწილეობა

მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში (INRES).

მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვიდა სამიტის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების სესიაზე „ენერგეტიკული უსაფრთხოება ცვალებად გლობალურ ლანდშაფტში: დაკავშირებადობა და თანამშრომლობა“

ბუნებრივი რესურსების სამიტს, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წამყვანი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტართან. გარდა ამისა, გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან, სადაც მხარეებმა რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

თურქეთში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იმყოფება.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

იმედი