მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარკ რუტეს განცხადებით, ტრამპთან უთანხმოების შემდეგ ანკარაში გამართული სამიტის დროს ალიანსმა ერთობა აჩვენა
მარკ რუტეს განცხადებით, ტრამპთან უთანხმოების შემდეგ ანკარაში გამართული სამიტის დროს ალიანსმა ერთობა აჩვენა

მარკ რუტეს განცხადებით, ტრამპთან უთანხმოების შემდეგ ანკარაში გამართული სამიტის დროს ალიანსმა ერთობა აჩვენა

იმედი|imedinews.ge

ნატოს წევრ ქვეყნებს შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოებები ალიანსის დემოკრატიული სიძლიერის მაჩვენებელი იყო და ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის გაკვეთილი უნდა გახდეს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში გამართული სამიტის შემდეგ.

Reuters-თან ინტერვიუში რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან ურთიერთობის საკუთარ მიდგომაში ცვლილებების შეტანის საჭიროებას ვერ ხედავს, მიუხედავად ბრალდებებისა, თითქოს ის ზედმეტად აქებს აშშ-ის პრეზიდენტს და საკმარისად არ პასუხობს მის კრიტიკას მოკავშირეების მიმართ.

„მათ იცოდნენ, ვის ნიშნავდნენ ამ თანამდებობაზე და მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ. თუ ადამიანები კარგ საქმეს აკეთებენ, ამას ვიტყვი. თუ არ ვეთანხმები, ამასაც ვიტყვი, თუმცა, სავარაუდოდ, ამას საჯაროდ არ გავაკეთებ და ვეცდები ალიანსის ერთიანობა შევინარჩუნო“, - თქვა რუტემ.

Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპმა სამიტზე დაძაბულობა შექმნა მას შემდეგ, რაც საჯაროდ დაემუქრა ესპანეთს სავაჭრო კავშირების გაწყვეტით, კვლავ წამოჭრა უთანხმოებები ირანის ომთან დაკავშირებით და განაახლა პრეტენზიები გრენლანდიაზე. მოგვიანებით კი მან კვლავ დაადასტურა ალიანსისადმი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ნატოს 32 ლიდერს შორის „ბევრი სიყვარული“ და ერთიანობა იყო.

კითხვაზე, თუ რა სიგნალი გაუგზავნა რუსეთს შიდა უთანხმოებებმა და შეარყია თუ არა ამან ნატოს შეკავების პოლიტიკა, რუტემ უპასუხა: „პუტინს ვეტყოდი: თქვენც უნდა გამართოთ უფრო მეტი დისკუსია საკუთარ თავთან, ღიად“.

ნატო რუსეთს თავისი წევრების უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მოსკოვის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ თავდაცვის ხარჯები ასობით მილიარდი დოლარით გაზარდეს.

„რაც მან [პუტინმა] ახლა დაინახა, არის ის, რომ ზოგჯერ მოკავშირეებს შორის მცირე უთანხმოება არსებობს, მცირე დავა ხდება, თუმცა შემდეგ ისინი ისევ ერთად იკრიბებიან და ერთიანდებიან“, - განაცხადა რუტემ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ განსხვავებული პოზიციების ღიად გამოხატვისა და შემდეგ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების უნარი არის ის, რაც დემოკრატიებს განასხვავებს ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და ირანი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

იმედი

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იმედი

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა