მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარკო რუბიო: ეროვნულ სახელმწიფოებს მნიშვნელობა აქვს, ნაციონალიზმი კვლავ რეალობაა, ეროვნული საზღვრები მნიშვნელოვანია, ხოლო ქვეყნები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ
მარკო რუბიო: ეროვნულ სახელმწიფოებს მნიშვნელობა აქვს, ნაციონალიზმი კვლავ რეალობაა, ეროვნული საზღვრები მნიშვნელოვანია, ხოლო ქვეყნები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ

მარკო რუბიო: ეროვნულ სახელმწიფოებს მნიშვნელობა აქვს, ნაციონალიზმი კვლავ რეალობაა, ეროვნული საზღვრები მნიშვნელოვანია, ხოლო ქვეყნები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ეროვნულ სახელმწიფოებს მნიშვნელობა აქვს, ნაციონალიზმი კვლავ რეალობაა, ეროვნული საზღვრები მნიშვნელოვანია, ხოლო ქვეყნები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

როგორც რუბიომ თეთრი სახლის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე განაცხადა, აშშ-მა თავის დროზე საშინელი შეცდომა დაუშვა, როცა იფიქრა, რომ წარმოების გადატანა სხვა ქვეყნებში მეტ შემოსავალს მოიტანდა და პროდუქციას გააიაფებდა.

„ვფიქრობ, ჩვენმა ქვეყანამ საშინელი შეცდომა დაუშვა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ, მაშინდელ მმართველებს, განსაკუთრებით „ცივი ომის“ ბოლოს ჰქონდათ იდეა, რომ ნივთის წარმოების უნარს მნიშვნელობა აღარ აქვს.

მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუ სად იწარმოებოდა საქონელი: ისინი ყველაზე ეფექტიან ადგილას, უმცირესი დანაკარგებით უნდა ეწარმოებინათ. ეს კომპანიებისთვის მეტ შემოსავალს, ხოლო მომხმარებლებისთვის დაბალ ფასებს გულისხმობდა. იქმნებოდა ვარაუდი, რომ მსოფლიომ ასე უნდა იმუშაოს. არსებობდა ილუზია, თითქოს მთელი მსოფლიო თავისუფალ სამრეწველო დემოკრატიად ჩამოყალიბდებოდა და ყველა ჩვენ დაგვემსგავსებოდა.

მაგრამ აღნიშნული იდეა რეალობას შეეჯახა. იმ რეალობას, რომ კაცობრიობის ისტორია ასე არასდროს მუშაობდა: ეროვნულ სახელმწიფოებს მნიშვნელობა აქვს, ნაციონალიზმი კვლავ რეალობაა, ეროვნული საზღვრები მნიშვნელოვანია, ხოლო ქვეყნები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ“, - განაცხადა რუბიომ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • ვლადიმირ პუტინმა საკუთარი დაცვის წევრთა რაოდენობა კიდევ ერთხელ გაზარდაBM.GE
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

Foreign Policy: ზელენსკიმ კორუფციული სკანდალების გამო უკრაინელი ამომრჩევლის პოლიტიკური მხარდაჭერა დაკარგა

Foreign Policy: ზელენსკიმ კორუფციული სკანდალების გამო უკრაინელი ამომრჩევლის პოლიტიკური მხარდაჭერა დაკარგა

იმედი

პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს,  მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს, მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

იმედი

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

იმედი