
მარსელში, ვიქტორ ჰიუგოს ლიცეუმისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისას, სკოლის ხელმძღვანელებს ბენზინი შეასხეს
მარსელში მდებარე ვიქტორ ჰიუგოს ლიცეუმისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისას, სკოლის ხელმძღვანელებს ბენზინი შეასხეს. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის განათლების სამმართველო ავრცელებს.
რეგიონულმა ადმინისტრაციამ დილით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ „თავს დაესხნენ და საწვავი შეასხეს ლიცეუმის დირექტორს, მის მოადგილეს, გენერალურ მდივანსა და ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელს“.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მარსელის ლიცეუმში მომხდარი ინციდენტი მკაცრად დაგმო და მას „ყოვლად მიუღებელი“ უწოდა.
საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები გაფართოვდა და ქვეყნის მასშტაბით 356 სკოლა მოიცვა. რამდენიმე მსხვილ ქალაქში აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. უფროსკლასელები სკოლებში სასწავლო პირობებს, გადატვირთულ კლასებსა და პედაგოგების ნაკლებობას აპროტესტებე
იმედი
წყარო: imedinews.ge