მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება
მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება

მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება

იმედი|imedinews.ge

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

„თარიღი, 2027 წლის 1-ელი იანვარი პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაასახელა. გაწევრიანება დამსახურების პრინციპს ეფუძნება და ცხადია, რომ ეს ამ თარიღისთვის შეუძლებელია“, - განაცხადა კოსმა იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებას კიევი და სხვა ქვეყნები უსაფრთხოების გარანტიად განიხილავენ.

„მესმის, რომ კიევი და ბევრი სხვა ადამიანი ევროკავშირში გაწევრიანებას უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს. უკრაინის ომმა ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარება შეცვალა და ამის ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ ევროკავშირის გაფართოება კვლავ პრიორიტეტად იქცა — არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

კოსის განცხადებით, უკრაინისთვის გაწევრიანების პროცესში გამონაკლისები და შეღავათები არ არსებობს, თუმცა ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ უკრაინა გადარჩენისთვის ომს აწარმოებს.

„გაწევრიანების პროცესში არც პრივილეგიები არსებობს და არც შეღავათები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინა გადარჩენისთვის ომს აწარმოებს. სწორედ ამიტომ, მისი დახმარება ჩვენი მოვალეობაც არის“, - განაცხადა მან.

კოსმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, რაც შეიძლება, მეტი მოლაპარაკების მიმართულების, ე.წ. კლასტერის გახსნა.

„იმედი მაქვს, წლის ბოლომდე, რაც შეიძლება, მეტი კლასტერი გაიხსნება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • 2026 წლის ექვს თვეში ევროკავშირიდან ჯამში საქართველოს 4200 მოქალაქე გამოაძევესBM.GE
  • ევროკავშირიდან 2026 წლის პირველ ექვს თვეში 12 615 ქართველი გამოაძევესფორმულა
  • ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს — Politicoნეტგაზეთი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
ევროკავშირის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ინდოელმა პილოტმა ინდოეთის პრემიერს უამბო, როგორ შეძლო თავდასხმის დროს Fly Dubai-ს თვითმფრინავის კაბინის კარის გაღება

ინდოელმა პილოტმა ინდოეთის პრემიერს უამბო, როგორ შეძლო თავდასხმის დროს Fly Dubai-ს თვითმფრინავის კაბინის კარის გაღება

იმედი

ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს

ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს

იმედი

გიორგი ფუტკარაძე: სენსაციის მოყვარულ პრესას მინდა იმედები გავუცრუო - ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო 7.5 წელია ვმუშაობ და სკანდალი არ გამოვა

გიორგი ფუტკარაძე: სენსაციის მოყვარულ პრესას მინდა იმედები გავუცრუო - ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო 7.5 წელია ვმუშაობ და სკანდალი არ გამოვა

იმედი

Reuters: საფრანგეთში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, 400-მდე სკოლა დაიხურა

Reuters: საფრანგეთში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, 400-მდე სკოლა დაიხურა

იმედი