
მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას ზეიმობს - სადღესასწაულო წირვას შიო მესამე სამთავროს დედათა მონასტერში აღავლენს
მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას, 12 უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს ზეიმობს, როდესაც სახარების მიხედვით, მაცხოვარმა თაბორის მთაზე ფერი იცვალა და მოციქულებს ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა, რა დროსაც ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ქრისტიანული სწავლებით ეს დღე ადამიანებს ცხოვრების მთავარ მიზანს, სულიერ ფერისცვალებას ახსენებს.
ტაძრებში დღეს ხილი იკურთხება. სადღესასწაულო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი, სამთავროს დედათა მონასტერში აღავლენს.
„ეს არის უდიდესი დღესასწაული ყველა ქრისტიანისთვის, რადგან ამ დღეს იესო ქრისტემ მოციქულთა წინაშე ფერი იცვალა და ამით აჩვენა ის საღვთო მადლი და ძლიერება, რომლის მატარებელი იყო, როგორც განკაცებული ღვთის ძე. ხოლო ჩვენ, ყველა მორწმუნე ადამიანი შევთხოვთ უფალს დღევანდელ დღეს, რომ უხვად მოგვცეს მადლი, რათა სასიკეთოდ ვიცვალოთ ფერი, სიყვარულისთვის, ურთიერთთანადგომისთვის და ერთობისთვის. ფერი იცვალოს ჩვენმა ქვეყანამ სასიკეთო მომავლისთვის, ამინ“, - განაცხადა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა
იმედი
წყარო: imedinews.ge