
ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები მოიგო
იმედი|imedinews.ge
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნები მან მოიგო. მისი განმარტებით, მოსახლეობის აღწერის ბიურომ ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებისას ხარვეზები აღმოაჩინა. შემოწმებულია მხოლოდ ნაწილი და უკვე დადგინდა რომ 24 ათასზე მეტი ამომრჩეველი ამერიკის მოქალაქე არ იყო.
ტრამპი მიიჩნევს, რომ ხმის უკანონოდ მიცემის ფაქტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. პრეზიდენტი კონგრესს მიმართავს და არჩევნებში მონაწილეთა იდენტიფიცირების ზომების გამკაცრებას ითხოვს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge