მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის, გენერალურ პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეებს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურორებს, მოსამართლეებს და ადვოკატებს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების გაძლიერებისთვის აღნიშნული ფორმატით თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დისტანციური სასამართლო სხდომები და სასამართლოსთვის შუამდგომლობის დანართის ელექტრონული ფორმით მიწოდების საკითხებზე ისაუბრეს, განიხილეს აღნიშნული საკითხების ირგვლივ არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სხვადასხვა საკითხებზე გაიმართა დისკუსია და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაში.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი