მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტ „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრების ციკლს ატარებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტ „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრების ციკლს ატარებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტ „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრების ციკლს ატარებს

იმედი|imedinews.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტ „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრების ციკლს ატარებს, რომლის მიზანია საპროექტო თემატიკის დახვეწა და მონაწილეთა მხარდაჭერა პროექტების განხორციელების პროცესში.

შეხვედრების ციკლი პირისპირ და ონლაინ ფორმატში ხორციელდება და მოიცავს ტრენინგებს, ვებინარებსა და სემინარებს.

პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აღმოსავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის პირისპირ სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. ანალოგიური შეხვედრები დასავლეთ საქართველოს სკოლების წარმომადგენლებისთვის ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ "STEAM სკოლებში" მიმართულების კოორდინატორს ელექტრონულ ფოსტაზე: mnakashidze@tpdc.ge

შეხვედრები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს განივითარონ კომპეტენციები მეცნიერების, ტექნოლოგიების, ელექტრონული ინჟინერიისა და STEAM მეცნიერებების მიმართულებით; ასევე, ამ სფეროს გამოცდილი პროფესიონალების ხელშეწყობით გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტში „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 430 სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების (ბუნებისმეტყველება, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია), კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და STEAM სწავლებით დაინტერესებული 530 მასწავლებელი მონაწილეობს.

ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი