მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ,,ERASMUS+“ პროექტის ფარგლებში ბარსელონაში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ,,ERASMUS+“ პროექტის ფარგლებში ბარსელონაში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ,,ERASMUS+“ პროექტის ფარგლებში ბარსელონაში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბეგლარაშვილმა, ,,ERASMUS+“ ახალი პროექტის - „სწავლის პერსონალიზაცია“ (UP-UL) - ფარგლებში, ქალაქ ბარსელონაში გამართულ პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერის ეფექტიანი მიდგომები, შეფასების თანამედროვე პრაქტიკები, მასწავლებლების გაძლიერების და სწავლის მოქნილი გარემოს შექმნის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის როლის მნიშვნელობას განათლებაში, მათ შორის უსაფრთხოების, ეთიკური გამოყენების და მონაცემთა დაცვის მიმართულებით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები.

„სწავლის პერსონალიზაცია“ ახალი პროექტია, რომლის მიზანია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინტერაქტიული რუბრიკის, მეთოდოლოგიური გზამკვლევის და ჩატბოტის/აპლიკაციის შექმნის გზით პერსონალიზებული სწავლება და სკოლებზე მისი გავლენის შესწავლა.

პერსონალიზებული სწავლება წარმოადგენს არა მხოლოდ მეთოდს, არამედ განათლების თანამედროვე ხედვას, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეთა პოტენციალის სრულად გამოვლენაზე, გააზრებულ სწავლებასა და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაზე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტის ფარგლებში მოამზადებს ტრენინგ მოდულს ჩატბოტის/აპლიკაციის სწავლა-სწავლების პროცესში ეფექტიანად გამოყენების შესახებ, რომელიც შეთავაზებული იქნება მასწავლებლებისთვის, როგორც უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობას

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობას →დირექტორი →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება