მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მდინარაძე: თუ იგივე სტანდარტს მივყვებით, რითაც მაგალითად ტელეკომპანია „იმედს“ ერთი წლით შეეზღუდა ევროპარლამენტში შესვლა, მინიმუმ 2 ტელევიზიის ჟურნალისტი საერთოდ აღარ უნდა შეუშვა არც მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, არც პარლამენტში
მდინარაძე: თუ იგივე სტანდარტს მივყვებით, რითაც მაგალითად ტელეკომპანია „იმედს“ ერთი წლით შეეზღუდა ევროპარლამენტში შესვლა, მინიმუმ 2 ტელევიზიის ჟურნალისტი საერთოდ აღარ უნდა შეუშვა არც მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, არც პარლამენტში

იმედი|imedinews.ge

სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია ამ მიმართულებიდან საერთოდ არ არსებობს ხოლმე მტკიცებულება, ისე კეთდება არა მხოლოდ ჟურნალისტისათვის საქმიანობის აკრძალვა, ხელის შეშლა, არამედ რეზოლუციების მიღება, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ვიცე-პრემიერმა უპასუხა კითხვას „რუსთავი 2-ის“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ტელეკომპანია ევროპარლამენტის მიერ დაწესებული შეზღუდვის გასაჩივრებას გეგმავს.

„მე შემიძლია დაგისვათ ასევე რიტორიკული შეკითხვა, რატომ ფიქრობთ, რომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. რამდენი ხანია, მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ მოგისმენიათ გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია, ამ მიმართულებიდან საერთოდ არ არსებობს ხოლმე მტკიცებულება, ისე კეთდება არა მხოლოდ ჟურნალისტისათვის საქმიანობის აკრძალვა, ხელის შეშლა, არამედ რეზოლუციების გამოტანა. 10 რეზოლუცია გვახსოვს მტკიცებულებების გარეშე და რატომ გაგიკვირდათ თქვენს მიმართ ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, არ უნდა გაგიკვირდეთ. თუ ჩვენ იგივე სტანდარტს მივყვებით, რითაც მაგალითად ტელეკომპანია „იმედს“ ერთი წლით შეეზღუდა თუ აეკრძალა ევროპარლამენტში შესვლა, ამ სტანდარტის მიხედვით, მინიმუმ 3 თუ 2 ტელევიზიის ჟურნალისტი საერთოდ აღარ უნდა შეუშვა, არც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, არც პარლამენტში. ამას არც ვაპირებთ, მაგრამ იმის მეასედი სტანდარტი რომ დააწესო აქ, ჩვენს შემთხვევაში იქნება ჟურნალისტისათვის ხელის შეშლა, მათ შემთხვევაში ეს დემოკრატიაა. ამას ვეგუებით ნელ-ნელა. ერთადერთი, ჩვენ რაც უნდა მოვახერხოთ, ქართულ საზოგადოებას დავანახოთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე და შემდეგ საზოგადოება ყოველ ჯერზე თავად იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 162 სტატია.

  • თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობებიBM.GE
  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი