მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მდინარე ალაზნის ადიდების გამო დაზიანებულ დამცავ კედელზე აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო
მდინარე ალაზნის ადიდების გამო დაზიანებულ დამცავ კედელზე აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო

მდინარე ალაზნის ადიდების გამო დაზიანებულ დამცავ კედელზე აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო

იმედი|imedinews.ge

18 ივნისს მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ალაზნის სათავე ნაგებობის ზედა ბიეფის მარცხენა დამცავი კედელი დააზიანა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ტექნიკური მონიტორინგისა და ექსპლუატაციის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ. ვითარების შეფასებისთანავე, სამუშაო პროცესში ოპერატიულად ჩართეს სპეციალური ტექნიკა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მყისიერად დაიწყო.

პარალელურ რეჟიმში, ობიექტის კაპიტალურად შეკეთების მიზნით, კომპანიამ დაიწყო შემდგომი სამუშაოების პროექტირება, რაც ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს. ადგილზე ვითარებას პირადად ეცნობა და მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი.

აღნიშნული საპასუხო ღონისძიებები ხაზს უსვამს სტიქიურ მოვლენებზე სწრაფი რეაგირების მნიშვნელობას. საავარიო-აღდგენითი და შემდგომი კაპიტალური სამუშაოების დროულად განხორციელება აუცილებელია რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ასევე, მოსალოდნელი რისკების პრევენციისა და მოსახლეობის სავარგულების უსაფრთხოების დასაცავად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი