მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება
მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება

მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება

იმედი|imedinews.ge

მდინარე ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნული სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება. დედაქალაქში მოსულ უხვ ნალექს ჩამოაქვს ხოლმე სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალები, წაქცეული ხეები და ა.შ შესაბამისად, ცხაურები საჭიროებს გაწმენდას. დაახლოებით, ერთ კვირაში მოწესრიგდება აქაურობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობის უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, ვერეს ხეობაში, ორ ლოკაციაზე ნატანდამჭერი ცხაურები მოეწყო, რომელთა მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება.

ამჟამად, პრევენციის მიზნით, იწმინდება ცხაური, რომელიც ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს, რათა ცხაურმა უხვი ნალექის შემთხვევაში, მდინარის წყლის დიდი ნაკადის თავისუფლად გატარება შეძლოს.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტისა და წყლის დონის მონიტორინგიც. წყლის დონის დაწევისთანავე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით, ტერიტორია ოპერატიულად სრულად იწმინდება.

დედაქალაქის მერთად ერთად გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა გელენავა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

იმედი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

იმედი

პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა

იმედი