მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: აშშ და ირანი დარტყმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
მედია: აშშ და ირანი დარტყმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

მედია: აშშ და ირანი დარტყმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

იმედი|imedinews.ge

აშშ და ირანი ურთიერთთავდასხმების შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტეში გემების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ, - წერენ Axios-ი, The Hill-ი და Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.

„ტექნიკური მოლაპარაკებები ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტზე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ორივე მხარე თავს შეიკავებს შემდგომი ქმედებებისგან, ხოლო გემები სრუტეში თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა The Hill-ის ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

Axios-ის ინფორმაციით, 30 ივნისს მხარეები კატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვედრას გეგმავენ, რათა ჰორმუზის სრუტის საკითხები განიხილონ.

მანამდე, აშშ-მა და ირანმა კვლავ გაცვალეს დარტყმები. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები მას შემდეგ განახორციელა, რაც ირანულმა ძალებმა დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს და ჰორმუზის სრუტეში პანამის დროშის ქვეშ მოძრავ ტანკერს დაარტყეს. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა კიდევ ერთხელ დაარღვია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ირანმა, თავის მხრივ, დარტყმები ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე მიიტანა.

აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს 18 ივნისს მოაწერეს ხელი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი