მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: მაროკოს პოლიციამ ათობით მიგრანტი დააკავა, რომლებიც სეუტაში გადასვლას გეგმავდნენ
მედია: მაროკოს პოლიციამ ათობით მიგრანტი დააკავა, რომლებიც სეუტაში გადასვლას გეგმავდნენ

მედია: მაროკოს პოლიციამ ათობით მიგრანტი დააკავა, რომლებიც სეუტაში გადასვლას გეგმავდნენ

იმედი|imedinews.ge

მაროკოს ხელისუფლებამ ათობით მიგრანტი შეაჩერა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ექსკლავ სეუტაში გადასვლას ცდილობდნენ. მედია მაროკოს უსაფრთხოების სფეროში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქალაქ ფნიდაკის გარეუბანში, საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, 111 ადამიანი დააკავეს, რომელთა უმრავლესობაც სუბსაჰარული აფრიკიდან იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მაროკოს პოლიციამ ახლომდებარე ბორცვებზე შეკრებილი მიგრანტთა ჯგუფების დაშლისთვის ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

2 კვირის წინ, ​ექსკლავში რამდენიმე საათში ზღვით დაახლოებით 78 000 მიგრანტი ჩავიდა - ქალაქის მერის თქმით, მათგან 100 დაიღუპა, უმრავლესობა კი მაროკოში დაბრუნდა.

ამ კვირის დასაწყისში მაროკოს მთავრობამ განაცხადა, რომ აკვირდებოდა „უცნობი წარმოშობის სოციალური ქსელების პოსტებისა და შეტყობინებების გავრცელებას“, რომლებიც შაბათს მასობრივი გადაკვეთისკენ მოუწოდებდა და გააფრთხილა, რომ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პასუხისგებაში მისცემდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ

NYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: რუსეთს უკვე მოთმინება ეწურება და გუშინწინ აშშ-ს და თურქეთს ლამის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სამშვიდობო მედიატორის და უკრაინასთვის იარაღის მიმწოდებლის სტატუსები ერთმანეთთან შეუთავსებელია

დავით ქართველიშვილი: საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე გამოყოფს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯებმა 40-50 მილიონ ლარს გადააჭარბა

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს

იმედი