მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: უკრაინამ მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე Wildberries-ის საწყობები დაბომბა
მედია: უკრაინამ მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე Wildberries-ის საწყობები დაბომბა

მედია: უკრაინამ მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე Wildberries-ის საწყობები დაბომბა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა, რომლის სამიზნეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებზეც ჩანს, როგორ ამოდის დიდი შავი კვამლი კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრიდან მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში, რომელიც კრემლიდან დაახლოებით 65 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს. დარტყმამდე ქალაქის თავზე უკრაინული დრონებიც დააფიქსირეს.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, დრონების რამდენიმე დარტყმა ნოვოსიოლკის სამრეწველო ზონაშიც დაფიქსირდა. მისი თქმით, თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ექვსი დაშავდა.

დილით კვამლი ლენინგრადის ოლქის დასახლებულ პუნქტ კრასნი ბორში მდებარე Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობიდანაც ამოდიოდა. დასახლება სანქტ-პეტერბურგიდან დაახლოებით 33 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, იუწყება უკრაინული მედია.

მოგვიანებით ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაადასტურა, რომ კრასნი ბორში დრონებმა საწყობს დაარტყეს, თუმცა ობიექტი არ დაუკონკრეტებია.

როგორც უკრაინული მედია წერს, სანქტ-პეტერბურგის, ისევე როგორც მოსკოვის მიმდებარე რეგიონები, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ იშვიათად ხდებოდა უკრაინული შეტევების სამიზნე, რადგან ამ ქალაქების გარშემო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებია კონცენტრირებული.

თუმცა, ბოლო თვეებში უკრაინული დრონების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რის შედეგადაც ისინი სულ უფრო ხშირად აღწევენ ძლიერ დაცულ რაიონებში და დარტყმებს ახორციელებენ ისეთ ქალაქებზე, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 249 სტატია.

  • უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდაფორმულა
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • 2026 წელს უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტს ომის ერთი დღე $190 მილიონი დაუჯდაBM.GE
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →მოსკოვში →

მსგავსი სტატიები

მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა შეაჯამა

მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა შეაჯამა

იმედი

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს

ბექა ოდიშარია ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის საკითხზე: სააგენტოში უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თავად არიან აქტიურად  ჩაბმულები საგამოძიებო პროცესში

ბექა ოდიშარია ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის საკითხზე: სააგენტოში უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თავად არიან აქტიურად ჩაბმულები საგამოძიებო პროცესში

იმედი

19-20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ინტენსივობის ნალექია მოსალოდნელი. ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

19-20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ინტენსივობის ნალექია მოსალოდნელი. ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

იმედი