მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მერიის პროგრამით, ვაკის რაიონში ხუთი ამორტიზებული ლიფტი რეაბილიტირდა
მერიის პროგრამით, ვაკის რაიონში ხუთი ამორტიზებული ლიფტი რეაბილიტირდა

მერიის პროგრამით, ვაკის რაიონში ხუთი ამორტიზებული ლიფტი რეაბილიტირდა

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წყნეთის ქუჩის N1-სა და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25-ში ამორტიზებული ხუთი ლიფტი განახლდა.

სამუშაოები წყნეთის ქ. N1-ში ორ სადარბაზოში, ხოლო ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25-ში სამ სადარბაზოში ჩატარდა. პროექტების საერთო ღირებულებამ, დაახლოებით, 181 000 ლარი შეადგინა.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, მაჟორიტარ დეპუტატებთან ბექა გელენავასთან და ალექსანდრე ასათიანთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან 99 ლიფტის განახლება დაფინანსდა, რისთვისაც ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში, დაახლოებით, 4 306 000 ლარია გათვალისწინებული.

კანონმდებლობის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის შესაბამისად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და კორპუსის საერთო საჭიროებებს ხმარდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი