მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის
მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის

მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის

იმედი|imedinews.ge

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს.

მერცმა გაიხსენა, რომ ზელენსკიმ კრემლის მეთაურს მოლაპარაკებების გამართვა ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში შესთავაზა, ამიტომ ახლა მხოლოდ პუტინზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა ამ წინადადებას.

„მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: უკრაინის მხრიდან არსებობს კონკრეტული წინადადება მოლაპარაკებებისთვის შეკრების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა 4 ივნისს რუსეთის ლიდერს წერილი მისწერა და მოუწოდა, მზადყოფნა გამოხატოს მოლაპარაკებებისთვის“, - თქვა მან.

კანცლერის თქმით, ზელენსკის ერთადერთი პირობა ის იყო, რომ შეხვედრა მოსკოვში არ გამართულიყო. მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის მეთაურმა ეს წინადადება უარყო.

„პუტინმა უარი თქვა ამ შეხვედრაზე და, შესაბამისად, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული გადაწყვეტილება - დათანხმდეს ახლა ამ წინადადებას თუ არა“, - განაცხადა კანცლერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი